გამითენე, ერთხელ კიდევ გამითენე, ძველებური, თბილისური ნაღდი დილა, ვერის ხიდთან ოქროს მარანს ავიშენებ, შიგ შევალ და ღვინოს დავლევ ჩემდაწილად. ანჩისხატთან ჩამოვჯდები, დავისვენებ, ძველ თბილისურს წავიმღერებ ჰანგებს ტკბილად.
საზანდარს და აკვნესებულ თარს, არღნის ულამაზეს ჰანგებს და სიონის ზარს, ჩირაღდნებით განათებულ, მოქეიფე მტკვარს.
მოღუღუნე დილის სადარ ბედის მტრედებს მთაწმინდა, რომ დილის ვარსკვლავს დაიმშვენებს და თეთრ ღრუბლებს მოიყენებს, როგორც გედებს, დაგიჩოქებ, ოღონდ კიდევ გამითენე, თბილისური ნაღდი დილა დამაბედე. |