კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:01
Advertisement

 

 

 

გუშინ რა ცეცხლი სწვავდა ქუთაისს!

დღეს რომ ტფილისსაც სწვდეს იგივ ალი,

ჩვენი გული გრძნობს ცეცხლიან მაისს

და ცრემლებს მაინც არ დაღვრის თვალი.


გუშინ რომ ღარიბ მოსახლეობას

გაუნადგურდა კერა და ნიში,

დღეს რომ იგივე დაატყდეს ტფილისს

ჩვენს გულში მაინც არ შევა შიში!


ჩვენ მივაშურებთ ღარიბ სადგურებს

გულში არ იქნას ღელვა და კრთომა.

რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს,

ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა.


გუშინწინ რაღაც სხვაზე დავიწყეთ

ეხლა კი მასის გრგვინვა გაისმა:

კერძო დარდები, სიგულმავიწყე

გადაგვავიწყოს ათმა მაისმა!..


გვესმის შენი ხმა და გაფიქრება

ო, გადამწვარო სახლო და შროშა,

რა თანაგრძნობით შენს წინ იხრება

დღეს პოეზიის მაღალი დროშა.


ჩვენ მივაშურებთ დამწვარ სადგურებს,

გულს არ ჩაიდო შიში და კრთომა,

რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს,

ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen