კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:57
Advertisement

 

 

 

როდესაც მთებში ეშვება ბინდი,

როცა მზეა და როცა ნისლია,

ჩემი რიონი და თეთრი ხიდი,

ჩემი ჭაღარა ქუთაისია.


სულ სიყვარულის ცეცხლით ანათებს,

ყველა სიმღერა მხოლოდ მისია,

ჩემი ხატი და ჩემი სახატე,

ჩემი სიცოცხლე ქუთაისია.


მიმოქარგული მზით და მაისით,

აქ ყველაფერი ვარდისფერია,

ძველ იმერული სიდარბაისლით

სულ გულგაშლილი მასპინძელია.


აკვნებთან ისმის იავნანური

მაყარში თოფებს ისევ ისვრიან,

ჩემი დედული, ჩემი მამული

ჩემი ჭაღარა ქუთაისია!

 

ლექსები ქუთაისზე  • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen