კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 04:19
Advertisement

 

 

 

დღეს თითქო ჩემთვის ქუთაისი მკვდარი ბრიუგეა.

ყველა წარსული დანგრეული მოდის ბაღებად,

აქ მოგონებას შრიალების ფრთები უგია

და ღამდებიან ოცნებანი როდენბახებად.


გადიარს მთვარე მკვდარ ქალაქზე მარადი სევდით,

ო, რა უცხოა ეს საღამო და გამობრწყენა.

თავდავიწყებას ჩვენ მგზავრებო ამაოდ ვსდევდით,

როგორც პრინცესა მგლოვიარე - გვფარავს მოწყენა.


გუშინ ვაგონში ფერმკრთალები შიშობნენ ჭლექზე.

ისროდა ველებს სექტორებად უცხო მედისკე,

მე კი მათრობდა მხოლოდ ერთი ძვირფასი ლექსი:

“მიმქონდა ხსოვნა ელენესი იმერეთისკენ”.


მკვდარო ქალაქო, გაიღვიძე! მოვიდენ მტრები

და მოახლოვდა შებრძოლება, სითეთრე დილის.

დაუტირებლად შენ ცოფიან გრიგალში ქრები,

როს ყველა ცრემლი დაუტოვე საყვარელ ტფილისს.


თავზე გვეცემა ძველ ღმერთებით ცა შერყეული.

უნდა გავექცე ამ ქვეყანას საგველეშაპოს...

მშობელო მიწავ! ორივენი ვართ ჩვენ წყეული

და ვერ ავცდებით დამარცხებას, სირცხვილს, ეშაფოტს.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen