კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:26
Advertisement

 

 

 

ხანდახან გული ძლიერ დამეწვის,

რომ აძაგებენ ბათუმურ წვიმას;

მათ არ იციან, შტოზე წვეთები

რა სევდიანი ღიმილით ბრწყინავს.


მათ არ იციან, წვიმა შხაპუნა

რას ეუბნება წვეთებით ფოთოლს,

არ შეუძლიათ სახურავებზე

დაღვარულ თქეშის ხმა შეიცოდონ.


მათ რა იციან, როგორ უხდება

ხეებს, ქუჩებს და სივრცეს მთებიანს,

როცა ღრუბლიდან თბილი ჩქერები

ქალის თმებივით დაეშვებიან;


როცა დაფნები, მაგნოლიები

ზღვაურის ალერსს ინაწილებენ

და ხორუმივით დარხეულ ტალღებს

კენჭები ტაშით მიაცილებენ.


თუ დაფიქრებით ყური მიუგდე

მტირალ ბავშვივით ლამაზ ბუნებას,

არ შეიძლება შენ არ მიუხვდე

ღრუბელი ღრუბელს რას ეუბნება.

 

ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - ფრიდონ ხალვაში title=  • • •   ფრიდონ ხალვაშის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen