კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:57
Advertisement

 

 

 

ნისლში ცურავენ ციურ ტივებად

სილუეტები ჩემი ბათუმის...

მე აქ, ერთადერთს, მეპატიება

ზღვის მშფოთვარ სულში ხელის ფათური.


მე აქ, ერთადერთს, მეპატიება

სანაპიროზე განმარტოება,

ჩუმი მოწყენა და ატირება,

დამტვრევა ობოლ პალმის რტოების.


მოხმობა ზღაპრულ ალბატროსების,

ცურვით მიპარვა სიზმრიან გემთან,

მეზღვაურების და მატროსების

გაკვირვებული თავმოყრა ჩემთან.


მეპატიება დათრობა არყით,

გახდომა ვინმე ლოთის სათრევად...

ჩხუბი, თავშეყრა უცნობი ხალხის,

ზღვისპირა ბაღში ღამის გათევა...


მეპატიება მე აქ ბავშვობა,

სინანული და ცრემლები გზაში

და, მზის ჩასვლის ჟამს, თავის დახრჩობა

შემაშინებლად მღელვარე ზღვაში...


სილუეტები ჩემი ბათუმის

ნისლში ცურავენ ციურ ტივებად,

შენზე ფიქრით ვარ ახლაც გართული...

მითხარი: მართლა მეპატიება?!

 

ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - ზაურ ბოლქვაძე  • • •   ზაურ ბოლქვაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen