კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:24

 

 

 

ცა ვარსკვლავების ჭიქით

გადაფარული არის,

აი, ტყეების იქით

მოჩანს ბუნაგი მთვარის.

ჩვენ მივდიოდით მთაში,

ვერხვი ღელავდა კოხტა.

სულ დაგავიწყდა მაშინ,

რაც წინაღამით მოხდა.

გრძნობა, პირველი თემა...

გრძნობა პირველი დღისით,

მოგონებები ჩემი,

მოგონებები სხვისი

გრძნობა, ცხოვრება ზღვაა...

გრძნობა, იცვლება მხარე,

მთვარე კახეთში სხვაა,

სხვაა თბილისში მთვარე.

 

ლექსები კახეთზე  • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ