კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:48

 

 

 

რიჟრაჟის ქარი ღრუბლების ტყვეებს,

გადმორეკავს და დაადგენს მთაზე.

წითელ ალმასის შტოება ტყეებს

მარადიულად სწვავს სილამაზე.


დაგდებულია ალაზნის ველი,

და მღვრიე მთებში ძერწავენ ნახშირს.

ნაშთებშიც შედის დრო დღევანდელი

შეძლებულივით ჯდება ვენახში.


და ქორსაც უნდა მიდამოს ენდოს

სივრცეზე ფანტავს ფრთასა და ფიქრებს,

მზე დაეცემა დაღესტნის ფერდობს

და ნაპრალებში ჩაამსხვრევს ჭიქებს.


მზევ გულ დამწვარო ალბათ მმეგობრობ,

რომ გამიკურნე მთა ნამიანი,

და მადღეგრძელეს ყურძნიან გობით,

გაშუქებული ადამიანი.


მხცოვანი ქორიც ცის მონაწილე

დაიქანცა და გამოსავათ

დამონადირენიც გვანან წიწილებს

მიწურულები ცის დასავალთან.


მეჯოგეები ადრე აყრილან

და ნაგაზები მიდიან ზანტად

ირემი რბენით მთაში დაღლილა

და სიჭაბუკეს მინდორზე ჰფანტავს.


კავკასიონის მოყინულ ცერზე

აიწევს მზე და დაგვისობს ხელებს,

ლექსო შენც აღსდექ, ცხოვრება ძერწე

და გადაჰკივლე გაჭიმულ ველებს.


ველო გაშლილო შაირებს გიძღვნი,

და თუთუნივით გავჟღენთავ მხარეს,

ჩემი გალობაც ბუნებას იცვლის,

როგორც კალაპოტს იცვლის მდინარე.


და ჰა, კახეთო ვარ მადლიერი,

რომ ამამღერე შვახნის მგოსანი

შენ შთამაგონე ჯერ ფლანდრიელნი

შემდეგ სეზანი და ფიროსმანი.

 

ლექსები კახეთზე  • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ