რაა, ზეცის უგვირგვინოდ
თუნდ ყვარელის მთები?
უვაზოდ და უპურღვინოდ
რაა კაცის ბედი?
ვაზი არის მზე ლხინისა,
ჭირშიც გამძლე ფარი.
ხმალს წააგავს - რქა ჯიხვისა,
კახურ ქუდს კი - ჯამი.
და ვაზივით მადლიანი
კახეთის მზე ხარობს.
მარნებიდან მოთქრიალებს
უკვდავების წყარო.
ლექსები კახეთზე • • • • • • ოთარ მამფორიას პოეზია