კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:42

 

 

 

შემოაბიჯე...
იონა ვაკელის პოეზია

 

დაბადების ადგილი: სოფელი ვაკე, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები 1920 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში; მისი პირველი ლექსი "გურია" 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ "მხედარში", ლექსთა პირველი კრებული კი 1922 წელს;

აქედან მოყოლებული ქართველ მკითხველს არ მოჰკლებია მისი ლექსები, პოემები, პიესები, მისეული თარგმანები; განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართულ დრამატურგიას, მათგან დიდი წარმატებით სარგებლობდა პიესა "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", რომელიც 1933 წელს დაიდგა კ. მარჯანიშვილის თეატრში;

ასევე დიდი მოწონება ხვდა წილად დრამატურგის პიესებს: "შამილს", "გიორგი სააკაძეს", "რვალს", "ხელაშვილის ოჯახს";

მანვე დიდი ოსტატობით თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები.


წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.140

შეიძლება დაგაინტერესოთ