ვიდეო პორტალი იუთუბი იმ უაღრესად საჭირო ინტერნეტ პროექტების რიგში შედის, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს სჭირდება, ან დასჭირდება მომავალში.
ძალიან ხშირად, მომხმარებლისთვის ამა თუ იმ მიზნით, აუცილებელია იუთუბიდან ვიდეოს გადმოწერა.
ინტერნეტში ასეთი უამრავი სერვის თუ პროგრამაა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა, გთავაზობთ მათ შორის ყველაზე მარტივ, გამოცდილ და უტყუარ სერვისებს, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დროს, მომენტალურად შეძლებთ სასურველი ვიდეო ფაილის გადმოწერას.
ამისათვის თქვენს კომპიუტერს აუცილებლად უნდა ქონდეს java - ს მხარდაჭერა.
ყველაზე ცნობილი, მარტივი და მოხერხებული სერვისი. საიტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გრაფაში დააკოპირებთ და ჩასვამთ იუთუბიდან სასურველი ვიდეო ფაილის ბმულს (ლინკს). დააჭერეთ გრაფის გვერდით არსებულ ღილაკს DOWNLOAD (ან Скачать).
მარჯვენა მხარეს, მალევე გამოჩნდება შემდეგი ტიპის ლინკები (ბმულები) - MP4 360p - MP4 720p (ან მხოლოდ ერთი ბმული). სადაც 360P და 720P ნიშნავს ხარისხს (უფრო მეტი ხარისხი აქვს რა თქმა 720P -ს). დააჭერთ მას და მოკლე ხანში ვიდეო რგოლი ჩაიტვირთება თქვენს კომპიუტერში.
აღსანიშნავია, რომ ამ რესურსის საშუალებით ვიდეო ფაილის გადმოწერა შეიძლება ფეისბუქიდან და სხვა სოციალური თუ ვიდეო საიტებიდან. შესაბამისად Facebook - იდან ვიდეოს გადმოწერა ხდება იგივე ინსტრუქციით, როგორც იუთუბის შემთხვევაში.
შესანიშნავი და ძალიან მარტივი სერვისი, საიტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გრაფაში დააკოპირებთ და ჩასვამთ იუთუბიდან სასურველი ვიდეო ფაილის ბმულს (ლინკს), ამის შემდეგ ამოვა ფანჯარა, სადაც დააჭერთ ღილაკს Run, შემდეგ მალევე გამოჩნდება შემდეგი ბმულები (ლინკები):
›› Download 3GP ‹‹ - Low Quality - 176x144
›› Download 3GP ‹‹ - Medium Quality - 176x144
›› Download 3GP ‹‹ - High Quality - 320x240
›› Download FLV ‹‹ - Low Quality - 400×226
›› Download FLV ‹‹ - Medium Quality - 640×360
›› Download FLV ‹‹ - High Quality - 854×480
›› Download MP4 ‹‹ - High Quality - 480x360
თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ და გადმოწეროთ ვიდეო სასურველი (3GP, FLV ან MP4) ფორმატით, შესაბამის ბმულზე (ლინკზე) დაჭერით.
![]() |
საიტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გრაფაში დააკოპირეთ და ჩასვით იუთუბედან სასურველი ვიდეო ფაილის ბმული (ლინკი), დააჭირეთ ისარს, ამის შემდეგ ამოვა ფანჯარა, სადაც დააჭერთ ღილაკს Run, შემდეგ კი მალევე გამოჩნდება ორი ბმული (ლინკი) :
Download FLV video
Download MP4 video
რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ფაილი გადმოწეროთ FLV ან MP4 ფორმატში (თუ გნებავთ ორივე ფორმატში).
შესაძლებელია უფრო მარტივადაც, თავად საიტზე www. youtube.com, სასურველი ვიდეოს ბმულში (ლინკში), www -ს შემდეგ, ანუ youtube - ს წინ, ჩაწერთ სიტყვა- Link-ს (მგალითად http://www.Linkyoutube.com/watch?v=SDbhWx9TRK0). შედეგად პირდაპირ გადახვალთ ზემოთ აღწერილ საიტ - www.Linkyoutube.com - ზე, სადაც აღარ დაგჭირდებათ გრაფაში სასურველი ვიდეოს ბმულის (ლინკის) დაკოპირება და პირდაპირ, როგორც ზემოთ აღვწერეთ, ღილაკ Run -ზე დაჭერის შემდეგ, მოცემული ბმულებიდან (ლინკებიდან) აირჩევთ და გადმოწერთ ვიდეოს სასურველ ფორმატში.
ხდება ხოლმე, რომ ვიდეო იუთუბზე ლიცენზირებულია, ან რაიმე სხვა მიზეზით არ ხერხდება მისი გადმოწერა.
ამ შემთხვევაში, საჭიროა პატარა პროგრამის გადმოწერა თქვენს კომპიუტერში სერვისიდან, რომლის საშუალებითაც, ნებიმიერ შემთხვევაში შეძლებთ სასურველი ვიდეო რგოლის გადმოწერას.