კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 22 ივნისი 2026 02:33

 

ქიმერა - მითოლოგიური ჰოროსკოპი  (16 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

ბერძნული მითოლოგიის თანახმად ქიმერა ექიდნასა და ტიფონის მიერ იშვა. მას სამი თავი აქვს: ლომის, თხისა და გველის, ხახიდან კი ცეცხლს აფრქვევს. აპოლოდორის მიხედვით ქიმერა იყო საშინელი ურჩხული, რომლის დამარცხება თითქმის შეუძლებელი იყო. ეს მხოლოდ გმირმა ბელეროფონტმა შეძლო, რომელმაც მანამდე დაიმორჩილა პეგასი.

ქიმერა ცეცხლისმფრქვეველი  ვულკანის განსახიერებაა. გადატანითი მნიშვნელობით ქიმერა ფანტაზია, აუსრულებელი სურვილები ან მოქმედებებია.

სკულპტურაში  ქიმერებს ფანტასტიური ურჩხულების გამოსახულებებს უწოდებენ (მაგალითად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქიმერები). ლეგენდის თანახმად შეიძლებოდა ქვის ქიმერები გაცოცხლებულიყვნენ და შიში დაეთესათ ხალხში.

ადამიანი - ქიმერები რეალურ ცხოვრებაშიც ანალოგიური თვისებებით გამოირჩევიან, ისინი ორპირები და ფარისევლები არიან. მათი ქმედებები ხშირად გაუთვლელია, რის გამოც ხშირად ქიმერების საქციელის უკან, საპირისპირო აზრი იმალება ხოლმე. ის ნამდვილი ქამელეონია და მასთან ურთიერთობისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen