კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 მარტი 2026 20:07

 

ზღვის ვარსკვლავიზღვის ვარსკვლავი    04.04 - 24.04

 

ზღვის ვარსკვლავები სკურპულიოზურები და შესანიშნავი მეოჯახენი არიან, ისინი აღმერთებენ ოჯახურ იდილიას, ამიტომ სახლში მუდამ  სისუფთავე და იდეალური წესრიგი აქვთ დამყარებული. ამავდროულად დიდ დროს უთმობენ საცხოვრებელის მოწყობას, ამისთვის კი არც ფინანსების ხარჯვას ერიდებიან, არც ნერვების და ჯანმრთელობის.

ზღვის ვარსკვლავების მეორე სისუსტე მოდურად ჩაცმაა, მათ დახვეწილი გემოვნება და შესანიშნავი  ინტუიციის გრძნობა აქვთ, უყვართ შოპინგები, იციან როგორ უნდა იყვნენ უფრო ეფექტურები და როგორ მოახდინონ კარგი შთაბეჭდილება.

ამავე დროს ისინი ზარმაცებიც არიან, უყვართ ძილი და არ უყვართ დილით ადრე ადგომა. სიამოვნებას ანიჭებთ ინფორმაციის წყაროებთან -  ტელევიზორთან, ინტერნეტთან, მუსიკალურ ცენტრთან ხშირი კონტაქტი, მოსწონთ ჭორაობაც, მათ შორის ტელეფონზეც.

ზღვის ვარსკვლავებისგან გამოდიან კარგი სტილისტები, დეკორატორები, არქიტექტორები, ტანსაცმლის დიზაინერები.

შეიძლება დაგაინტერესოთ