კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 20 მაისი 2026 11:11

 

 

 

და ვუყურებ დაღალული თვალებით

მირაჟების აყვავებულ ბაღებსა,

ჭრელ ფერადით ამოხატულს თაღებსა,

სულის ლტოლვას შემორკინულს რკალებით...

სავსე არის გზა შიშველი ქალებით:

ვერ ჰფარავენ ოქსინონი დაღებსა!

რაინდობა ეძღვნათ ჯიბით ლაღებსა,

სიყვარული იჩეჩქება ნალებით!

ჰოი, ღმერთებო! სად ხართ თქვენის ალებით?!

მელოტ თავებს ნეტავი სად იფარავთ?

გაგვექეცით დაბარგულნი ვალებით?!

იქნებ ოლიმპს ბოსტნისათვის იბარავთ

დასუსტებულ, დამშეულის ძალებით,

და ცეცხლს... ეხლა კაცისაგან იპარავთ?!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე მაყაშვილი  • • •   კოტე მაყაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen