კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 18:13

 

 

ტიციანის ლანდს

 

ეს მაშინ მოხდა როცა სინაზე

გლოვის ტაძარში მკრთალად შევიდა

არავინ დარჩა ყვითელ სცენაზე

და სულიწმინდა ჰქროდა ზევიდან.

ანგელოსები ჩემთან სტიროდნენ,

სჩანდა სამრეკლოს უხმო პროფილი.

მწუხარე შუქი... მეფე იროდი,

ქრისტე მიმქრალი ავადმყოფივით.

ჩემი ოცნება - თეთრი მერცხალი -

უღონო გუმბათს მალე გასცილდა.

ვიღაც ამბობდა: ო, შემიწყალე...

და ხმებს ვუსმენდი უცხო ვალსიდან.

როცა ფიქრების იდგა გრიგალი

და უცნაური ლოცვის ხარება, -

უეცრად თავი მე მოვიკალი...

ეს უკვე იყო დასამარება.

მას შემდეგ ვიღაც სხვები დადიან...

მახსოვს ღიმილი გლოვის ემბლემით.

ო, ჩემში მხოლოდ ჩუმი ლანდია

და სინანულის ლურჯი ცრემლები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen