კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 19:52

 

 

 

მოჰქონდათ ჩიტებს ოქროს ნისკარტით

შენი სურვილი გზების ხმაურში,

ვინ იცის,

იქნებ კი არ მიყვარდი,

თავს დავეძებდი იმ სიყვარულში.

ჟამიჟამ, როცა მარტო ვრჩებოდით

და ერთმანეთის ხილვით ვთვრებოდით,

ვინ იცის, იქნებ კი არ გეტრფოდი,

ჩემს მარტოობას ვემალებოდი!

ამაო იყო ალბათ ყოველი,

ვერ შევხსენ ზეცის ლურჯი კარები,

სულის სიმშვიდის ვერსად მპოვნელი

აღარც შენს გზაზე მოვეჩქარები.

ვინ იცის, იქნებ კიდეც მიხმობდი

და მარტოობაც უღვთოდ მძიმეა,

მაგრამ არა ხარ შენ დონ კიხოტი

მე კი ბედშავი ვარ დულცინეა.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen