კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 19:57

 

 

 

ჭოჭყი... ხავსი... ნარ-ეკალას

ტბის ნაპირი დაუფარავს.

შეხე ჭინკას, მაგ ცალთვალას,

ობობის ქსელს როგორ ართავს!

ტლაპ!.. ხომ ხედავ წყლის სალტეებს,

ნაპირისკენ ვით გარბიან?!

ჩუ, ვინ არხევს თხმელის ხეებს,

ვინ ატოკებს ასე გვიან?!!

რა ხანია ქვიშის თოკით

ბებლმა ქარი რაც ალაგმა,

რა ხანია ნელის ტოკვით

მზემ აკრიფა სხივთ ქარაგმა!

ტბა შეირხა... ტბა აქაფდა,

გველი წივის... ტბა კაშკაშებს,

შორს ვარსკვლავი აკიაფდა,

გველი ჯადოს ათამაშებს.

ტლაპ!.. კანკალებს ტბის ლერწამი,

ტბის ზამბახნიც როგორ კრთიან!

საუკუნოდ იქცა წამი,

მეშინიან!.. მეშინიან!..


პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - კონსტანტინე გამსახურდია  • • • კონსტანტინე გამსახურდიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen