კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 11:27

 

 

 

შენა გავდი დასველებულ წეროს

და ბურუსში ხეტიალი შესძელ.

მინდა ისევ, ისევ შენზე ვწერო,

ფიქრი მინდა ისევ, ისევ შენზე.

წვიმა იყო როცა მიფრინავდი,

ცრემლი იყო მიფრინავდი როცა.

მე ტალღებში შევაცურე ნავი,

შენ გამიქრი ისე, როგორც კოცნა.

ნისლი იყო, როცა მიფრინავდი,

შიში იყო ტალღისა და ღრუბლის,

წახველ და დამიტოვე დარდი,

როგორც სიცხე, ანდა - ცივი შუბლი.

ეს სად დავრჩი, ცა არის თუ მიწა?

ისევ შენგან ველოდები იმედს,

აღარ ჩანხარ, თვალი დამრჩა ვიწროდ,

ვაჰ, თუ გზაზე დაგეწიოს ვინმე.

წვიმა იყო, როცა მიფრინავდი,

შიში იყო ტალღისა და ღრუბლის.

იქნებ, გაგყვა, კარგო ჩემზე დარდი,

იქნებ, გზაზე გაგიცივდა შუბლი?

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen