კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 16:38

 

 

 

მითხარი, ძმაო,

რაღაც გიჭირს,

რაღაც გაღონებს,

რაღაც გადარდებს.

ჭაობისფერი, გამხდარი ეჭვი,

როგორც მთქნარება ისე გადამდე,

მითხარი, ძმაო,

რაღაც გიჭირს,

რაღაც გაღონებს,

რაღაც გადარდებს.


თუ კი ისევ იმ ბოროტზე ფიქრობ, -

მოეშვი,

წადი და მოიძულე;

იგი საკუთარ სიცოცხლეს იქრობს,

იგი საკუთარ სულს იბინძურებს;

თუ კი ისევ იმ ბოროტზე ფიქრობ, -

მოეშვი,

წადი და მოიძულე.


თუ არა,

ზღვიდან წყალს იღებ საცრით,

გახარებული გიმზერს ლაქია...

ჩვენ სიყვარულის წვიმები გვაწვიმს,

ჩვენი ფიქრები ცაში დაჰქრიან,

ქალაქში ერთი ბოროტი კაცი

თუ არ არსებობს, რა ქალაქია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen