ვახტანგ ჯავახაძე - ძალიან კარგი სიტყვაა - გუშინ
|
ძალიან კარგი სიტყვაა - გუშინ:
ცოტა სინანულს გვიტოვებს გულში.
ძალიან კარგი სიტყვაა - ხვალე:
ჭოგრიტის მსგავსად აფხიზლებს თვალებს.
ძალიან კარგი სიტყვაა - შემდეგ:
იგი გვინახავს სიკვდილის დღემდე.
ხოლო ცხოვრება ასეა: მარად
ნახევრად ღია კარებთან ვდგავართ.
|