კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 06 აპრილი 2026 03:05

 

 

 

ცა დაისერა თეთრი ნაღველით,

ფარფაშებს მთვარე, ცახცახებს ქუჩა.

ხმა ჩახლეჩილი ქარი ახველებს,

ველურმა ვნებამ თმები აფუშა.


თვალები მოკვდნენ სველ ფანჯარაზე

ფიქრებს მოედო ჭვარტლი და ლექი,

ვეღარ ვიქნები ფხიზელ დარაჯად

ატირებს პალმებს ნოემბრის ჭლექი.


და მომინდება მე შენი ნახვა

გათბობა სულის, და მოკვლა ნდობის,

მაგრამ ძვირფასო ვერ შეინახავს

თეთრ საიდუმლოს დღე შემოდგომის.


აკვნესდა კარში კვლავ ნოემბერი,

ფოთლები ჰქრიან ყვითელ პეპლებად,

რადგანაც ნაზ სულს ვერ მოეფერე

ამწვარ ფიქრებში აიფერფლება.

შეიძლება დაგაინტერესოთ