კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 15:35

 

 

 

შოთა ნიშნიანიძეს

მიხარის შენთან გატეხა პურის,

და შენი ჯიღა თვალების სითბო,

ასე ალალი

და ასე ძმური -

ერთი შეხედვით

სულ სხვა ხარ... თითქოს...

შენ ლექსების ლერწმოვანები

გადარეკლილა ვეფხვის თვალებში

ეგ სიყვარული არ დამანებებს

სიტყვა გაკადრო გულის გარეშე,

სხვა პოეტებსაც არ ვედავები -

ყველასი მიყვარს ლექსი ნამდვილი, -

ვისაც არასდროს ეცოტავება

ორი მტკაველი დედის მანდილი

ვინც ვაჟკაცია

მართლაც

მართალი

ლექსით,

ოცნებით

საქმით,

მიზნებით,

ვინც დღენიადაგ მამულს დაჰხარის

და ღამე სძინავს ფესვის სიზმრებით!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen