|
- მამაპაპურო ხინკალო, ხინკალო, შე მადლიანო, ბებერი საჭურისივით რამ დაგამჭლევა, ტიალო?! ვეღარც არაგვზე გიხილა - მთვარისებრ აფუებული და ლურჯაისებრ ხვიხვინა. რკინის თითებით მოგხვეტა და ჩაგაწურა სიფიცხე ჯაჭვისპერანგა მოყმეთა. აქეთ არაგვის ხეობას, ხინკალს და შაირს შავხვრეპდი, როგორც წინაპრის მხნეობას, ხინკალიც წახდა, ლექსიცა, შენ ნუ წახდები, ძმობილო, ლეკვო ალგეთელ ლეკვისა. არც ხინკალივით შაირი, მთაო, ერთხელაც აკურთხე კაი ყმა ვაჟასნაირი. და თერგსაც ყინჩად ჩავივლი, ერთმანეთს შესჭიხვინებდეს ლუდი, ხინკალი, შაირი. |
