კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 12:41

 

 

 

ცას ეკიდა შემოდგომის წვიმა,

ნელი ქარი ალმაცერად ხრიდა,

სველდებოდა შემოდგომა-თივა,

სოკოები გამორბოდნენ ტყიდან.

მშორდებოდა ყველა მძიმე წუთი,

რაც ძირს ხრიდა, ამძიმებდა სივრცეს,

თითქოს ქარმა დაარხია თუთა

და ტოტებმა სიმსუბუქე იგრძნეს.

ჩანდა ხეზე ჩამომხრჩვალი ჩალა

ცახცახებდა ჩამავალ გზის გუბე,

შემოდგომა მიჰყვებოდა ჭალას,

სველი ფოთლით ევსებოდა უბე.

ილეოდა ცაზე გადახრილი მზე...

ხელისგულზე მიკენკავდა წამებს...

იზრდებოდა წეროების ყივილზე

ხარის თვალში ჩარჩენილი ღამე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen