კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 13 ივნისი 2026 14:57

 

 

 

მე სიკვდილი შენს თვალებში

სიკვდილამდე დამინახავს,

შენს გარეშე უშენობა

სინანულში დამიმარხავს.

ვტიროდი და ვერ ხედავდნენ,

გულის ვარამს დროს ვატანდი,

შავი მეცვა, შავს ვუცქერდი,

გამხნევებდი, თოვლს ვხატავდი.

თოვლი დადნა, ცა გაწვიმდა,

მიწიერი გადამწვანდა,

სატკივარი განაწილდა,

აღარაფრის აღარ მწამდა.

ახლა ციდან დამცქერი ხარ,

გინდა მონატრებად ვღირდე,

ჩემი ფრთები შენ წაიღე,

როგორ უნდა ამოვფრინდე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen