კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 05 აპრილი 2026 15:25

 

 

 

მზეო, რომელიც იღვიძებ კვირტში,

ცოცხლდები რტოზე, მწიფდები ხილში,

ვინც აღორძინებ მიწაში ხორბალს

და ატრიალებ სიცოცხლის ბორბალს.

ვინც ზღვის წიაღში მრავლდები თევზად,

ფრინველად ცაში, მიწაზე ფესვად, -

არ მიატოვო პატარა მიწა,

შენა ხარ მისი ერთგული ძიძა;

შენ შეინახე მოდგმა კაცისა,

მფარველად ექმენ და ნუ გასწირავ,

შენ გაუკაფე ბილიკი ცაში,

შენ ჩაუდექი ნათელად თვალში,

შემოატარე ვარსკვლავთა რიგი,

და აღამაღლე შენამდე იგი!

შეიძლება დაგაინტერესოთ