კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 05 აპრილი 2026 15:16

 

 

 

მარტო არ ხარ,

მარტოდმარტო არც ყოფილხარ არასდროს,

არ იქნება,

მარტოობამ თავი არ მოგანატროს.

მარტო არ ხარ,

მარტოდმარტო არ მიჰყვები აღმართებს,

მარტო არ ხარ, -

ვიღაც გელის,

ვიღაც კიდეც გაღმერთებს.

მარტო არ ხარ,

ნუ დაკარგავ რწმენას სათადარიგოს,

ყოველ წუთში

შეიძლება ტელეფონმა დარეკოს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ