კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 18:12

 

 

 

დროს სცოდნია დაგიკარგავს

ხასიათს და ნირს,

თოვლი თმებში, თოვლი მხრებზე,

თვალებიდან წვიმს.

გული უწუხს მოგონებებს,

ვერ შეეწყვნენ დროს,

თოვს ბატონო, უსაშველოდ,

ხასიათშიც თოვს.

თოვს სიზმარში,

თოვს ზაფხულზე,

ყველა დროში წლის,

არსად აღარ გეძახიან,

არ იმჩნევ და გწყინს.

მივაცილებთ იქით წამსვლელს,

ქუდი მოხდას გვთხოვს,

თოვს ბატონო, საფლავშიაც,

საფლავებზეც თოვს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen