კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2026 07:11

 

 

 

მე შევუდექი ოქროყანის მდუმარე ქუჩას.

მხრებზე მეცემა აკაციის თეთრი ფანტელი...

ვეებერთელა ცა ლაპლაპებს ზღვასავით ლურჯად.

აივანზეა მეუღლითურთ პანტელეიმონ.

კარგია, - კაცი აივანზე ნებივრად იჯდე

და გაჰყურებდე:

მზე ქუჩაში იღვრება როგორ.

ხედავდე ბიჭებს (თუ ქალი ხარ), ახოვან ბიჭებს!

ხედავდე გოგოს (თუ კაცი ხარ!), ხორციან გოგოს!

მე ვაკვირდები ოქროყანის მდუმარე ქუჩას.

მხრებზე მეცემა აკაციის თეთრი ფანტელი...

ვეებერთელა ცა ლაპლაპებს ზღვასავით ლურჯად.

ოთახში შედის აივნიდან პანტელეიმონ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen