მუხრან მაჭავარიანი - კაცია და გუნება
|
ზოგს აშკარად ეტყობა
ჩემი არ ეყურება,
რა ვქნა? რა გაეწყობა? -
კაცია და გუნება.
ზოგს პირიქით ჩემდარი
არავინ ეგულება,
ესეც ბუნებრივია,
კაცია და გუნება.
არაფერი გულწრფელი
კაცს არ გაემტყუვნება,
ღმერთი ყველას უშველის,
კაცია და გუნება...
|