კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 09:00

 

 

 

ნიავმა წყნარად წაისისინა,

ხევში შეიჭრა და მიიძინა;

შეწყდა, ნუგეშო, ბულბულის სტვენა,

მზე ჩაესვენა.


მარტოკა ერთი, იდუმალ ვნებით

მთის ხრიოკებში რაკრაკებს წყარო,

გაჟღენთილია ტკბილ სურნელებით

მთელი სამყარო.


დღეს დაქანცული, ღონემიხდილი,

ასავარცხლებულ მთებს იქით კვდება,

გაფერმკრთალებით ცა მოწმენდილი

ტბაში ფერფლდება...


და გამჭვირვალე ბინდბუნდი ღამის

ქვეყნად მოსცურავს მსუბუქი ფრთებით,

ჯეჯილი ველზე ისე დგას, ლამის

ბინდში გადადნეს იდუმალებით.


თავჩაქინდრული არ შეირხევა

არც ცაცხვის ტოტი, არც ალვის ტანი,

გარინდებული ტყე არ ირყევა,

არც კაეშანი.


შეჯადოებულ მიდამო-არეს

წამწამზე უთრთის ნეტარი ძილი,

კიდით-კიდემდე მიწას მთვლემარეს

იხვევს დუმილი.


აცურდა მთვარე, აცურდა წყნარი;

ვერცხლისფერ შუქში გახვია ველი,

ტბას დააფრქვია შუქი ნარნარი,

შუქი შიშველი.


თითქო მიწიდან სურს ამოაშროს

უმჩნევი ფიქრი და ცრემლთა ფრქვევა,

და ეს დუმილი, ვფიქრობ, არასდროს,

არ დაირღვევა, გამოირკვევა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen