კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 14:50

 

 

 

კეჟერა, მჟავე ფხალის

ბევრი გავტკვირე ხვიტი,

ბიჭი ათასი რამის

სიყვარულს ვინახვიდი.


ლოყაწითელა ბალის,

დამჭკნარს ვხურხნიდი მარცვლებს,

მიჭირს ჩამოთვლა ყოვლის,

რისგანაც განვიძარცვე.


ჩაშავებული მაყვლის,

ცერზე ცურავდა წვენი,

წენგოს დაყრიდა მალე,

ნიგვზები დასაცვენი.


გრძელყუნწა, ხიდან ხეზე

გადაპარული კვახი...

მწიფდა, ტოვებდა ნაღველს,

უნახველ-დასანახი.


ვიმცვრევდი, სთველისაკენ

მიმაქანებდა რაც რო;

გასცდი ეკალ-ბარდს, რამდენს,

ტან-ფეხო დანაკაწრო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen