კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 09:02

 

 

 

ის დაიბადა თურმე თავლაში

რადგან არ ფლობდა მამა სასახლეს

ყველას ჯობნიდა რახან სწავლაში

სამშობლოდანაც გადაასახლეს

წინააღმდეგი ფუჭი წამლების

გადაეკიდა უვიც მეთევზეს

და ქადაგებდა ისეთ სწავლებას

რაც ადამიანს აუკეთესებს

რომ სიყვარული ეს ის ენაა

რასაც გაღება მოსდევს გულების

და ერთადერთი ღმერთის რწმენაა 

სულში მომხდენი სასწაულების

ის არც სახლს ფლობდა და არც ტანსაცმელს

რაზეც მოსულა ბრბო რომ გაცხარდეს

მაგრამ შეიპყრეს მერე ჯვარს აცვეს

და არამზადად გამოაცხადეს

თუმცა გამწმენდათ იქცა ის ტვინთა

და მართალია უცოდნელები

რადგან ცოდვები ჩვენი იტვირთა

ყველა დაგვტოვა უცოდველები

და ამიტომ ვართ მისი ფანები

რომ სახე მისი ჩვენივ თავში ვშვათ

რადგანაც გვქვია ქრისტიანები

მის დაბადების დღესაც აღვნიშნავთ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen