კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 13 ივნისი 2026 14:29

 

 

 

ვუსმენ რექვიემს და ვფიქრობ მზეზე,

მორჩა ღამეებს ვეღარ ვენდობი,

ცა დაიწვება და შუადღეზე,

გადაჭრელდება ვნებით ფერდობი...


მჟღერი ბგერებით აღტკინებული,

მერცხლები ღრუბლებს შეესევიან,

თითქოს ჩაუბამთ ალვებს ფარხული,

და ერთმანეთის ტრფობით ტკბებიან...


დარბაზებიდან გამორეკილი,

შუა ქუჩაში უკრავს ორკესტრი,

ეს რექვიემიც მკლავმოწყვეტილი,

არის ფრაგმენტი ძველი კონცერტის...


კარზე კი რეკავს გაბმულად ზარი,

კარს არ გავაღებ, კარს არ გავაღებ,

მე ვერაფერი ვერ მოვასწარი,

შენც არაფერი შემომთავაზე...


და ახლა როცა რეკს რექვიემი,

და ღამე ფიქრობს თვალის გახელას,

მწვანე ლარნაკში ჭკნება ტიტები,

და ვიღაც ცდილობს ჩემს გადარჩენას...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ მეტრეველი  • • •   თამაზ მეტრეველის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen