კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 13:27

 

 

 

 გული მწყდება, 

 გული მწყდება ყველაფერზე, 

 რასაც უკვე მტვერი ფარავს დავიწყების... 

 და ვიხსენებ, 

 და ვიხსენებ მერამდენედ, 

 წამებს, წუთებს, 

 იმ პირველი გარინდების...


 წამებს, წუთებს, 

 იმ პირველი სულისშეკვრის, 

 და ნაპერწკლებს 

 გადმოცვენილს თვალებიდან, 

 როცა ასე ემთხვეოდა 

 სურვილები, 

 როცა თავბრუ გვეხვეოდა 

 ალერსისგან...


 ნაკადულებს 

 ქაღალდების ნავებივით, 

 ყველა ჩვენი ოცნებანი 

 მიჰყვებიან, 

 არაფერი მყვარებია 

 ქალებივით, 

 მაგრამ მაინც 

 ის წუთები მირჩევია...


 ის წუთები, 

 მოდგაფუნე ნაკადული, 

 პირველ კოცნით, 

 პირველ ღამით აღტაცება, 

 სურნელება აფეთქებულ 

 გაზაფხულის, 

 გულისცემის 

 ერთმანეთზე გადაცემა...


 იყო რაღაც, 

 იყო რაღაც სიმბოლური, 

 რბილი მიწა, 

 ლორთქო, გრილი ბალახები, 

 ტყის ჩურჩული, 

 ჩუმი, მშვიდი, მინორული, 

 და მაღლიდან მობრდღვიალე ვარსკვლავები...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ მეტრეველი  • • •   თამაზ მეტრეველის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen