კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 12:52

 

 

 

ლერწამი ხარ, ტბის ასული,

ცად ასული, ატყორცნილი,

მყინვარი ხარ, საოცნებო,

მზის სხივთაგან დაკოცნილი,


და დღეს, როცა სიო ფრთხილი,

ოქროს ქოჩორს გიხუჭუჭებს,

ეს მიტომ, რომ ვითა რთვილი

მე ვადნები შენსა ტუჩებს.


მთის თოვლი ხარ, ნაზ-ნარნარი, 

ჩამომდნარი ცივი... ცივი...

ვარსკვლავი ხარ, ცის წიაღით 

მოწყვეტილი ღვთაებრივი,


იცი, ეგრე სანთელივით

ვნების ცეცხლზე რად დამდნარხარ?

ეს მიტომ, რომ გმოსავ სხივით,

ეს მიტომ, რომ მე მიყვარხარ!...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen