კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 13 ივნისი 2026 14:27

 

 

 

ეს ვარდი,

მართლა ჩემი ვარდია,

ეს მისამართი 

ახლა შევიტყვე....

გულს გაზაფხული შემომვარდნია.

მსურს, ლექსში დარჩეს

დღევანდელი დღე...


დღე დღეს გადასცემს,

უამბობს, ეტყვის,

გადააბარებს, როგორც საუნჯეს,

ვინც სიყვარულის წყალვარდნილს ერთვის,

რა დააბერებს,

რა დაამუნჯებს?


მიტომ, ძვირფასო,

მინდვრის ხავერდზე,

ელვის კვესაში,

წვიმის ჟღარუნში,

მე ვეძებ ოქროს,

ფოლადს დავეძებ,

რომ გადავჭედო შენს სიყვარულში...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen