კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 12:48

 

 

 

მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით.

წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის;

ყველას გიყვარდათ, - სიყვარული მეც დამანებეთ -

მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის.


და ჩემს ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის,

არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით;

მე გამეხარდა გაღიმება ბავშვური ზანგის,

ნილოსის პირად რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით.


მე ერთი ვნახე და ვეღარ ვსთქვი თამამი „არა”.

და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე...

მე მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე,


რომ ბედში ვცხოვრობ და ტრფობისთვის მაინც არ კმარა...

თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე,

ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen