კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 21:11

 

 

 

დაქანცულს და დაფიქრებულს

ჩამომძახეს ჩიტებმა:

შენს სატკივარს

დღეში სამი

სიხარული სჭირდება...

შევაგროვე

მთელი ჩემი ქონება და სიმდიდრე

და პირველი სიხარული

სისხლის ფასად ვიყიდე.

მერე ღმერთმა გადმომხედა

ზეცის კაბადონიდან

და მეორე სიხარული

თავისთავად მოვიდა.

ახლა სხვაგან მელოდება

გული მონათესავე,

ვეძებ,

მაგრამ ვერ ვიპოვე

სიხარული მესამე.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen