კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 12:47

 

 

 

პირველი თითი ცერა თითია,

მოწონებაა მისი იდეა,

მაგრამ ბოლო დროს (ვამბობ ხუმრობით)

მთლად გაზარმაცდა უსაქმურობით.


მეორე თითი არ ერიდება

არც ქნევა-კაკუნს, 

არც მითითებას,

მესამე თითი თუმც მაღალია,

მისი სილენჩე არ ახალია.


მეოთხე გახლავთ ცოტა ჩერჩეტი,

ოქრო იზიდავს, თუნდაც ბეჭედი,

ნეკი იქცევა ცოტა უზრდელად,

უფროსს დროდადრო ყურში უძვრება.


ჩვენი საქმეა ხელის მოწერა,

ან აღზევება, ანდა მოცელვა.

მოკლედ ცალ-ცალკე 

ყველა სუსტი ვართ,

თუ შევიკვრებით, 

მაშინ მუშტი ვართ! 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen