ვახტანგ ჯავახაძე - ნუ დავპირდებით ბავშვებს სამოთხეს
|
ნუ დავპირდებით ბავშვებს სამოთხეს,
ნუ დავუმალავთ მიწიერ ცოდვებს,
თუ დაეცემა,
თვითონ წამოდგეს,
მხოლოდ თავისი იმედი ჰქონდეს…
უკვე დაიწყო
ზაფხული ცხელი
და უშორესი გზაა წყარომდე…
წავიდა,
ფრთხილად გავუშვი ხელი, -
თუ დაეცემა,
თვითონ წამოდგეს.
|