კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 12:51

 

 

 

მხოლოდ ტოლთან და

სწორთან ღირს ქიშპი,

ვინ ადრის ერთურთს

ალმასს და გიშერს,

მხოლოდ ამიტომ

და არა შიშით,

აჰა, 

მეორე ლოყასაც გიშვერ.


არც დღეს არ მინდა

გავტეხო ნავსი,

მინდორს

ტორებით მითქერავს კვიცი...

მე ვიცი

ჩემი ღირსების ფასი

და მაგ სიმდაბლის

საზომიც ვიცი.


და თუმც რა ხნიდან

ჩემთან ჯიბრს ლამობ,

ვერ დავამდაბლებ

ჩემს ფარს და შიმშერს,

სწორედ ამიტომ

და ამის გამო,

აჰა,

მეორე ლოყასაც გიშვერ.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen