კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 20:06

 

 

 

ცა - უსასრულო,

ზღვა - უნაპირო.

გზა - ატლასივით გლუვი გემბანი,

მოგიგონებდი,

მაგრამ ვაი რომ

აყვირდებიან მოგონებანი.


შეაშფოთებენ

იელებს ძილში,

დააღვიძებენ სიზმრებს,

ვით ბავშვებს,

დააფეთებენ დაბორკილ რაშებს, -

ვაით და ვიშით,

ვაით და ვიშით...


მოგიგონებდი,

კვლავ რომ არ მქონდეს

აწ დაკარგულის დაკარგვის შიში.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen