კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 12:41

 

 

 

წვიმს, ქოლგას მაინც არავინ არ შლის.

წვიმს, ო, წვიმაშიც არ შევალ სახლში.


მე, რა თქმა უნდა, არა ვარ ბავშვი, -

რა ვქნა, თვალები მიმირბის ცაში...

მთვარის ალმასით ამოჭრილ ცაში.


მთვარის ალმასით ამოჭრილ სარკმელს

და შუქს, რომელსაც სარკმლიდან მაკმევს

ჩემი პატარა ცდუნების ვაშლი,

მინდა ბავშვივით დავუკრა ტაში...


თუმც, რა თქმა უნდა, არა ვარ ბავშვი.

ეტლში მიბია ცალთვალა რაში,

მე, რა თქმა უნდა, მოვკვდები გზაში.

წვიმს, ქოლგას მაინც არავინ არ შლის.

წვიმს, ო, წვიმაშიც არ შევალ სახლში.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen