კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 12:39

 

 

 

როცა ელი და არ მოვა,

არც მტერი, არც საყვარელი,

ძნელია...

უარესია,

როცა არავის არ ელი.


გსჯიან და თავსაც ვერ იცავ,

არც ვინ გყავს დარდის გამგები,

ძნელია...

უფრო ძნელია,

როცა კვდები და არ კვდები.


გწყურია, წყალში იხრჩობი,

თავზე გადაგდის ზვირთები,

ო, უფრო საშინელია,

როცა ქრები და ინთები.


მიდიხარ, ტოვებ ბრძოლის ველს,

მტრებს, მოშურნეებს, ბატონებს...

მწარეა... 

უფრო მწარეა,

როცა არავის არ ტოვებ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen