მორის ფოცხიშვილი - მესამე ზედმეტი
|
მზე და მთოვარე -
მე ზედმეტი ვარ,
ცა და მერცხალი -
მე ზედმეტი ვარ,
ზღვა დანაპირი -
მე ზედმეტი ვარ,
გზა და აპრილი -
მე ზედმეტი ვარ,
ტყე და გრიგალი -
მე ზედმეტი ვარ,
დრო და იგავი -
მე ზედმეტი ვარ.
სხვა გზა არ არის -
იცოდეს ღმერთმა,
მე დღესვე უნდა
მოვიდე შენთან.
|