|
სადა ხარ, როცა ასე მჭირდები, როცა უძილო ღამის კოცონზე ვიწვი - ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები, გავარვარებულ სულს მიკორტნიან - როცა გამდნარი ღამის ზვირთები მახრჩობენ, როცა ღმერთიც შორია... მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა, ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
