კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 12:56

 

 

 

მე ამ კედელთან ბრმასავით დამსვეს,

წყალი დამიდგეს და მიმატოვეს.

და თუმცა უკვე მომედო ხავსი,

არ მეკარება ძილი სათოფედ.


იქნება სული მოვითქვა ცოტა.

ანდა სიფხიზლე რაღად მჭირდება -

თუ რამე ფიქრის მაგვარი მქონდა,

მთლად ამომკენკეს თეთრმა ჩიტებმა.


ახლა კი ლურჯი ხავსი მაცვია

და გამოღებულ კარივით ვდუმვარ

და აღარ ვიცი, იქნებ არცა ვარ,

რამ გამაჩუმა ამქვეყნად თუ ვარ?


მაგრამ თანდათან მეც დავმშვიდდები,

როგორც კედელთან ძველი ბორბალი..

საით გაფრინდნენ თეთრი ჩიტები,

სად გაქრნენ, თვალიც კი ვერ მოვკარი..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen