კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 13:07

 

 

 

უხილავი, შეუხები ძალები,

თვალთ უჩენნი, ხელ უხლები, მქრალები,

მოძალენი ვით ძლიერნი გმირულად

მიზიდავენ, ვნახო შენი თვალები.

რომ არ მსურდეს მე შენი მოგონება,

არ ჰფიქრობდეს შენზედ ჩემი გონება,

გულს არ სურდეს ნახოს შენი თვალები,

თავს მადგიან უხილავი ძალები.

სულს მირყევენ, მუხლს სძალობენ ვნახო მე,

ძილს არ მგვრიან, გულსა მყრიან დღე ღამე.

თავს მადგიან მიბრძანებენ ძალები:

უთუთა ვნახო შენი თვალები!

ხან არა მსურს ვემორჩილო ძალებსა,

ვკერპობ, ვფიქრობ, არა ვნახავ თვალებსა,

მაგრამ ისევ თავს მადგიან ძალები,

მიბრძანებენ: ვნახო შენი თვალები!

მაგრამ როდეს აღარა მაქვს ძალები,

უხილავსა ბატონს ვემორჩილები,

მხიარულათ დამხვდებიან თვალები,

სიკვდილამდის მე მათ ვენაცვალები!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen