|
ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან. დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად; ყვავილიც მწველია ლეილას ხელიდან. დალალნი დაშლილან მღელვარე გველებად.
დედოფლის ალერსი გრძელია, ძნელია; ლეილა ლოცულობს დაღალულ ხელებით, ქალები გალობით ალიონს ელიან. |
| პოეზიის გვერდი • • • |
